მეგან მარკლის პირველი მეუღლე, პროდიუსერი ტრევორ ენგელსონი კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა. მამაკაცი, რომელსაც ამჟამინდელი ჰერცოგინია 2013 წელს, ორწლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდა, 11 მაისს დაქორწინდა.
ტრევორის რჩეული ცნობილი მილიონერი ტრეისი კარლენდია და წყვილი გასული წლის ზაფხულში დაინიშნა. სოციალურ ქსელებში უკვე გავრცელდა მათი ქორწილის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა.
გამომდინარე იქიდან, რომ მეგან მარკლი სულ რამდენიმე დღის წინ გახდა დედა, სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ენგელსონმა ეს დღე ჰერცოგინიის ამ მნიშვნელოვან პერიოდს განგებ დაამთხვია და სურდა ამით კიდევ ერთხელ შეეხსენებინა მისთვის თავი.
ამასთანავე ჭორების საფუძვლიანობას ის ფაქტიც განაპირობებს, რომ წყვილის ნიშნობამდე გამართული წვეულებიდან გასულ წელს გავრცელდა ვიდეო, რომელშიც მეგან მარკლს საკმაოდ უტაქტოდ ახსენებდნენ. "სამეფო ოჯახს გაუმარჯოს.. ხომ იცით რასაც ვგულისხობ? მისი უდიდებულესობა დაკარგე.. მაგრამ მიუხედავად ამისა გზა უნდა განვაგრძოთ. რომ არა ტრევორი ვერასდროს ვიფიქრებდი რომ მომავალ პრინცესაზე შეიძლებოდა მეც მექორწინა, ახლა კი.. კიდევ რომელი პრინცესაა ხელმისაწვდომი?" - ამბობს წყვილთან დაახლოებული პირი.