24 წლის სუპერმოდელი, ბელა ჰადიდი გემოვნებიანი იმიჯით ნამდვილად გამოირჩევა. მისი ჩაცმის სტილი უამრავი ადამიანისთვისაა მისაბაძი. დიდი პოპულარობიდან გამომდინარე ბელა პაპრაცების ობიექტივში საკმაოდ ხშირად ხვდება, თუმცა ფანებს მისი გამოჩენით იმედებს არასოდეს უცრუებს. გამონაკლისი არც უკანასკნელი შემთხვევა გამხდარა, როდესაც ის ნიუ-იორკის ქუჩებში შენიშნეს.
ბელას ბეჟი Turtleneck მაისური ეცვა, რომელსაც ჯინსის მოსაცმელი, ქურთუკი და შარვალი შეუხამა. იმიჯის სრულყოფილებაში მოსაყვანად კი მან Adidas-ის კედები და ოქროს აქსესუარები შეარჩია.