24 წლის სუპერმოდელი ბელა ჰადიდი მოდის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი სახეა. ის უამრავ ცნობილ ბრენდთან და დიზაინერთან თანამშრომლობს, ამჯერად კი მან ცნობილი ჟურნალის, Vogue-ის ესპანური გამოცემის გარეკანი დაამშვენა და ძვირადღირებული, გლამურული სამოსი მოირგო.
გარეკანის ფოტოში მას ბრენდ Prada-ს სამოსი, შავი მაისური, შავ-თეთრი თრენჩი და ბეჟი ფეხსაცმელი აცვია, რომელსაც ვარდისფერ ჩანთას უხამებს. რამდენიმე ფოტოსთვის მან ამავე ბრენდის, ფორთოხლისფერი, 750 ფუნტის ღირებულების მაისური მოირგო.
ამას გარდა მოდელმა კიდევ არა ერთი სამოსი მოირგო და აღსანიშნავია, რომ ყველა იმიჯი შესანიშნავად მოიხდინა.