24 წლის სუპერმოდელი ბელა ჰადიდი საკმაოდ მოთხოვნადი და პოპულარული სახეა, რომელიც უამრავ ბრენდთან და დიზაინერთან თანამშრომლობს. ამჯერად მან ერთერთი პრესტიჟული ჟურნალის, ესპანური Vogue-ის გარეკანი დაამშვენა, სადაც შესანიშნავად გამოიყურებოდა.
ბელამ ბრენდ Prada-ს სამოსი მოირგო. მას შავი მაისური და შავ-თეთრი თრენჩი ეცვა, რომელთან ერთადაც ამავე ბრენდის ჩანთა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მოიხდინა.