24 წლის სუპერმოდელი, ბელა ჰადიდი უამრავ ცნობილ ბრენდთან და დიზაინერთან თამამშრომლობს, რისგამოც გასაკვირი სულაც არ არის, რომ მას თავისუფალი დრო ფაქტობრივად არ აქვს. მიუხედავად ამისა ის რამდენიმე დღით ტროპიკულ კუნძულს ესტუმრა და იქ გადაღებული ფოტოები სოციალური ქსელების მეშვეობით გაგვიზიარა.
ტროპიკული დასვენებისთვის მოდელმა საკმაოდ ფერადი ყვითელ, ვარდისფერ, ფორთოხლისფერ და მწვანე ფერებში გადაწყვეტილი საცურაო კოსტუმი შეარჩია, რომელსაც ლურჯი ელემენტებით გაფორმებული წითელი ქვედაბოლო და ოქროს აქსესუარები შეუხამა.