24 წლის ბელა ჰადიდი ამჟამად მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი სახეა, ის უამრავ ცნობილ ბრენდთან, დიზაინერთან და მოდურ გამოცემასთან თანამშრომლობს, ამჯერად კი მან ჟურნალ V Magazine-ის უახლეს გადაღებაში მიიღო მონაწილეობა, რომლის თემატიკა მეცნიერული ფანტასტიკაა.
„ეს სიმულაციაა“ - სწორედ ამ წარერით გაუზიარა ბელამ ინსტაგრამზე მის 37.9 მილიონ გამომწერ გადაღების რამდენიმე ფოტო. მოდელს ბრენდ Burberry-ის, ვერცხლისფერი სამოსი აცვია, რომელთან ერთადაც ამავე ტონალობებში გადაწყვეტილი მაკიაჟი და Pixie Haircut ვარცხნილობა მოიხდინა.
ამასგარდა მოდელმა სხვადასხვა იმიჯი მოირგო. რამდენიმე ფოტოში მას Savage X Fenty-ის შავი საცვალი აცვია, სხეული კი ვერცხლისფერი საღებავით აქვს შეღებილი.