31 წლის მომღერალმა ტეილორ სვიფტმა ცოტახნისწინ ფანები ახალი ალბომით Evemore-ით გაახარა, რომელიც მისი მერვე სტუდიური ალბომის Folklore-ის გაგრძელებაა. ახალ ალბომში მომღერალმა 15 სიმღერას მოუყარა თავი, რომლებიც ხელმისაწვდომი Youtube-ზე ალბომის გამოსვლსითანავე გახდა, თუმცა ახლახანს მან ფანებს კიდევ ერთი სიურპრიზი მოუწყო.
ტეილორმა ალბომ Evermore-ის ორი ბონუს ტრეკი, რომლებიც ხელმისაწვდომი მხოლოდ ალბომის შეძენის შემთხვევაში იყო, Youtube-ზე განათავსა. გაცნობებთ, რომ ახალი სინგლების სახელწოდებებია Right There Where You Left Me და It’s Time To Go.