30 წლის მომღერალი ტეილორ სვიფტი მუსიკალური ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარსკვლავია, რომელმაც საზოგადოებას თავი მისი არაჩვეულებრივი მუსიკებით და განსხვავებული, ზღაპრისმაგვარი ვიდეო რგოლებით შეაყვარა. მისი უკანასკნელი ალბომი Folklore-ი მან ამა წლის ივლისსში გამოუშვა, თუმცა ის ამაზე არ შეჩერდა და ახლახანს მის ფანებს მისი ახალი, მეცხრე სტუდიური ალბომი სახელწოდებით Evermore წარუდგინა.
ტეილორის თქმით ახალი ალბომი Folklore-ის გაგრძელებაა. ალბომთან ერთად ტეილორმა მუსიკალური რგოლიც გამოსცა სიმღერისთვის Willow. აღსანიშნავია, რომ ახალი კლიპი სწორედ იქ იწყება სადაც მისი წინა ალბომის სინგლის Cardigan-ის კლიპი დასრულდა. გაცნობებთ, რომ ახალ ალბომში 15 სინგლია, რომელიც Youtube-ზე უკვე სრულადაა ხელმისაწვდომი.