ბელა ჰადიდი და ჰეილი ბიბერი ამჟამად იტალიაში იმყოფებიან. გოგონები ქვეყანაში, რომელიც ცოტა ხნის წინ პანდემიის ეპიცენტრი იყო, კერძო თვითმფრინავით ჩაფრინდნენ და სოციალურ ქსელებში უკვე ვრცელდება სარდინიის მახლობლად დაფიქსირებული კადრები, რომლებშიც ჩანს რომ რთული თვითიზოლაციის შემდეგ, გოგონები დროს სასიამოვნოდ ატარებენ.