2018 წლის ზაფხულში 22 წლის ბელა ჰადიდმა მუსიკოს The Weeknd-თან აღადგინა ურთიერთობა და მას შემდეგ თავს ძალიან კარგად გრძნობს. მათ არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ და დიდ დროს ატარებენ ერთად, შესაბამისად გულშემატკივრებისა და პაპარაცების ყურადღების ცენტრში მუდმივად არიან. თუმცა ამჯერად ბელამ რჩეულთან ერთად გადაღებული რომანტიული კადრები პირადად გამოაქვეყნა და როგორც ფოტოები მოწმობს ის ყურებამდეა შეყვარებული.
აღსანიშნავია, რომ პირად ცხოვრებაზე მოდელი არც ისე ხშირად საუბრობს და არც შეყვარებულთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს, ამიტომაც ბელასა და აბელის ერთობლივმა სურათებმა მათი გულშემატკივრები აღაფრთოვანა და სულ რამდენიმე საათში მილიონობით მოწონება დაიმსახურა.
მეორე ნახევართან შეხვედრამდე კი ბელა დედასთან და თავის საყვარელ ძაღლთან ერთად ნიუ-იორკის ქუჩებში შენიშნეს. ბელა აეროპორტისკენ მიემართებოდა შესაბამისად მან მგზავრობისთვის სადა ჩაცმულობა შეარჩია და პაპარაცების მიერ გადაღებულ კადრებში უმაკიაჟოდ გამოჩნდა.
მოდელს ჯინსის მოსაცმელი და შარვალი ეცვა, რომელსაც თეთრი მოკლე მაისური და ამავე ფერის სპორტული ფეხსაცმელი შეუხამა.
როგორც ჩანს ბელა ძაღლთან ერთად გაემგზავრა, ამაზე კი მის მიერ თვითმფრინავში გადაღებული ფოტო მეტყველებს.