დაახლოებით ერთი წლის წინ ემილი რატაკოვსკიმ გულშემატკივრები გააოცა და სულ რამდენიმე კვირის ურთიერთობის შემდეგ მსახიობ სებასტიან ბირ-მაკლარდიზე დაინიშნა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი საკმაოდ არადამაჯერებლად ჟღერდა, გავიდა ერთი წელი და როგორც ჩანს ემილი და მისი მეუღლე ძალიან კარგად გრძნობენ ერთად თავს და ამ "ნაჩქარევი" გადაწყვეტილების მიღებას სულაც არ ნანობენ. ისინი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხშირად დადიან და ამჯერადაც არ დაემალნენ კამერებს, როდესაც ერთად კალათბურთის მატჩს ესწრებოდნენ.
27 წლის მოდელმა შაბათი მეუღლესთან ერთად Miami Heat-ისა და New York Knicks-ის თამაშზე New York's Madison Square Garden-ში გაატარა. პაპარაცების ობიექტივში მოხვედრილი წყვილი მთელი მატჩის განმავლობაში ჩახუტებული იჯდა და არაჩვეულებრივად გრძნობდა თავს.
ემილიმ მატჩზე დასასწრებად საკუთარი ბრენდის, Inamorata-ს ახალი კოლექციის 64 დოლარის ღირებულების მომდგარი ქვედაბოლო და "ტოპი" მოიხდინა, რასაც Nike-ის თეთრი სპორტული ფეხსაცმელი და სადა სამკაული შეუხამა.
ახალგაზრდა სუპერმოდელი ცნობილია სოციალურ ქსელში აქტიურობით, შესაბამისად მან გულშემატკივრები ამჯერადაც გაანებივრა და კალათბურთის მატჩზე გადაღებული კადრები გაუზიარა.
მოგვიანებით კი ემილიმ საკმაოდ თამამი ვიდეო ატვირთა, რომელშიც ის შავ საცურაო კოსტიუმში პოზირებს.
ვიდეოს თან ახლავს წარწერა: "WISH THIS WAS RN" - "ნეტავ ეს ახლა ხდებოდეს".