23 თებერვალს ემილი რატაკოვსკის ფანები განცვიფრდნენ: მათმა კუმირმა ყველასთვის მოულოდნელად ინსტაგრამზე თავის რჩეულთან ერთად ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა: "დღეს მე გავთხოვდი". ფოტოზე კარგად ჩანს ნიშნობის ბეჭდები. ბევრმა იფიქრა რომ ეს ხუმრობა იყო, თუმცა ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
ემილის ქმარი პროდიუსერი და მსახიობი სებასტიან ბირ-მაკლარდია, ცნობილი ფილმებისთვის Good Time და Heaven Knows What. მედიის ინფორმაციით წყვილი მხოლოდ რამდენიმე კვირაა რაც ერთმანეთს ხვდება. მოდელი წინა შეყვარებულს, ჯეფ მეჯიდს მხოლოდ ნახევარი წლის წინ დაშორდა. ნიშნობის ცერემონიალი, რომელსაც მეგობრების ახლო წრე ესწრებოდა, ნიუ-იორკში ჩატარდა.
სებასტიან ბირ-მაკლარდი
ჯეფ მეჯიდი