კიმ კარდაშიანი გულშემატკივრების გაოცებას ისევ აგრძელებს. ტელევარსკვლავი პარიზში ორი განსხვავებული და სექსუალური ლუქით გამოჩნდა. პირველ შემთხვევაში კარდაშიანმა ბრენდ Alaia-ს ბრჭყვიალა კომბინიზონი მოირგო, რომელშიც მისი შიშველი სხეულის დანახვა იყო შესაძლებელი.
მეორე შემთხვევაში, კიმმა ამ წლის ყველაზე ტრენდული სამოსი მოირგო. მან არჩევანი ბრენდ Ralph Lauren-ის გველის პრინტიან შარვალზე და ALYX Studio-ს მოსაცმელზე გააკეთა. აქსესუარად Hermes-ის ყველა დროის აქტუალური ჩანთა და Carolina Lemke-ს შავი ფერის სათვალე მოიხდინა.
ბოლო დროს კიმ კარდაშიანზე საზოგადოება განსაკუთრებულად ალაპარაკდა. მეგობრის ქორწილის ცერემონიისთვის Versace-ს გამომწვევი კაბა შეარჩია, რომელმაც ფანების ყურადღება იმთავითვე მიიქცია. როგორც აღმოჩნდა, აღნიშნული კაბის დიზაინი ჯერ კიდევ 90-იან წლებში შეიქმნა და ის საზოგადოებას თავად ნაომი კემპბელმა წარუდგინა. მეტი ინფორმაციისთვის გაეცანით სტატიას.