სულ რაღაც ორი წლის წინ ცნობილმა ამერიკელმა მოდელმა ემილი რატაკოვსკიმ ქალების თეთრეულისა და საცურაო კოსტუმების ბრენდი Inamorata დაარსა, მისი შთაგონების წყარო 80-იანი წლების სტილია, ხოლო მისი მიზანი ყველა ფორმისა და ზომის ქალბატონისთვის, სასურველი პროდუქტის შექმნაა. ბრენდმა ახალი კოლექცია ახლახანს გამოუშვა, რომლის საკმაოდ მგზნებარე ფოტოსესიაშიც პირადად ემილიმ მიიღო მონაწილეობა. მოგვიანებით კი მოდელმა სწორედ ამ კოლექციიდან შეერჩეულ საცურაო კოსტუმში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც საზოგადოებისგან დიდი კრიტიკა მოჰყვა.
27 წლის მოდელმა პირად Instagram-ის გვერდზე მეგობართან ერთად გადაღებული ფოტო გაგვიზიარა, რომელშიც ისინი სანაპიროზე წვანან და Inamorata-ს საცურაო კოსტუმები აცვიათ. ამ საკმაოდ უწყინარმა ფოტომ საზოგადოება აღაშფოთა, რადგან მათი თქმით მოდელის მხრიდან მასზე დიდი წონის ადამიანის გვერდზე წამოწოლა და ფოტოს გადაღება არაკორექტული იყო.
მოდელის მიერ ატვირთულ ფოტოზე მისმა გამომწერებმა არაერთი აგრესიული კომენტარი გააზიარეს, სადაც ისინი პირად პოზიციას აფიქსირებენ ემილის "არასწორ" საქციელზე.
"ჰა ჰა ნახეთ მე რა იდეალური ვარ, ჩემი მსუქანი მეგობრის გვერდზე" ყოჩაღ. " - წერს ემილის ერთ-ერთი გამომწერი.
"შენ სპეციალურად გააზიარე ეს ფოტო, რათა გამოგეჩინა, რომ შენი სხეული შენი მეგობრისას ჯობია."
თუმცაღა გარდა აგრესიული გამომწერებისა, ემილის მეგობრებში აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომლებმაც მოდელი დაიცვეს და დაწერეს, რომ ის უბრალოდ ცდილობს თავისი ბრენდის გაპიარებას, რომელიც ყველა ზომის ქალბატონისთვისაა, ხოლო ამ ყველაფერს სათანადო პასუხი თვით ემილიმაც გასცა.
"მიყვარს ჩემი მეგობრის სხეული და ვთვლი, რომ ამ ფოტოში ის არაჩვეუელბრივად გამოიყურება! ასევე ვამაყობ იმით, რომ მას ჩემი ბრენდის საცურაო კოსტუმი აცვია. ყველა შურიანი ადამიანი ვინც ამ კომენტარებს წერს შეშლილია. მხოლოდ იმიტომ, რომ ინტერნეტ-სივრცეში ერთი და იგივე ტიპის სხეულის ფოტოების ნახვას ხართ მიჩვეული, არ ნიშნავს, რომ ეს ერთადერთი ტიპის სხეულია, რომელიც "ლამაზად" უნდა ჩათვალოთ."-წერს მოდელი