სამეფო ოჯახის წევრები სრული შემადგენლობით სულ ახლახანს პრინც ჩარლზის საპატივცემულოდ გამართულ ღონისძიებაზე ვიხილეთ, ახლა კი ისინი ერთა თანამეგობრობის დღის აღსანიშნავად ვესტმისტერის სააბატოში შეიკრიბნენ.
ყველაზე ცნობილი და საყვარელი ოთხეულიდან საზოგადოებისთვის განსაკუთრებულად საინტერესო მეგანის და ქეითის ურთიერთობაა, რომლებსაც ხშირად აბრალებენ უთანხმოებას. თუმცაღა მათი უკანასკნელი შეხვედრის ფონზე რთული იქნება მსგავსი ბრალდებების წაყენება. სააბატოში გამართულ წირვაზე კემბრიჯისა და სასექსის ჰერცოგინიები ერთმანეთს საკმაოდ თბილად შეხვდნენ.
ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე მეგანი მხოლოდ ქეით მიდლტონთან არ ყოფილა ახლოს, ფოტოგრაფების ობიექტივში ის პრინც ჩარლზთან საუბრისას დააფიქსირეს, სადაც მეგანი საკმაოდ ბედნიერი ჩანს, ისევე როგორც ჩარლზი.
მიუხედავად იმისა, რომ 11 მარტს ჩატარებულ ცერემონიაზე სამეფო ოჯახის წევრების თბილმა ურთიერთობამ განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია, მეგან მარკლის ჩაცმულობაც არავის დაუტოვებია უყურადღებოდ.
ერთა თანამეგობრობის დღისთვის მეგან მარკლი ორი სხვადასხვა ჩაცმულობით იყო წარმოდგენილი, რაც მთლიანობაში 18000-მდე ფუნტი სტერლინგი დაჯდა. ქეითისგან განსხვავებით მას იაფფასიანი ტანსაცმლის ტარებაში ამჯერად ვერავინ დაადანაშაულებს.
მეგანმა ვესტმისტერში გამართული წირვის ცერემონიისთვის Victoria Beckham-ის 3000 ფუნტის ღირებულების თეთრი კაბა შეარჩია, რომელსაც ამავე ბრენდის 4000 ფუნტიანი მოსაცმელი და 2000 ფუნტის ღირებულების აქსესუარები შეუხამა.
კანადის სახლის ვიზიტისთვის შერჩეული ჩაცმულობა კი 8931 ფუნტი დაჯდა.