22 წლის სუპერმოდელი ბელა ჰადიდი პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში გამართულ არაერთი ბრენდის ჩვენებაზე გამოვიდა, სადაც სხვადასხვა სტილისა და ფერის სამოსი და აქსესუარები მოიხდინა. პოდიუმზე, რომ არაჩვეულებრივად გამოიყურება ამაში ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ მოდით ვნახოთ როგორია ცნობილი ბელა ჰადიდი მგზავრობისას.
მოდელმა მგზავრობისთვის DC-ს სპორტული ზედა შეარჩია, რომელსაც თეთრი სპორტული ფეხსაცმელი, ნაცრისფერი შარვალი და დიდი ვერცხლისფერი საყურე შეუხამა. მიუხედავად იმისა, რომ ბელა აეროპორტში მაკიაჟის გარეშე შენიშნეს, ის მაინც არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა.
ამერიკელი ვარსკვლავი დასთან ერთად ბოლო კვირების მანძილზე Oscar de la Renta-ს, Marc Jacobs-ის, Off-White-ის, Moschino-ს და Fendi-ს ჩვენებებზე წარსდგა.