PLAYER_GET_VIDEOFLASH
ინტერნეტში გამოჩნდა ფილმის, სახელწოდებით „სპლიტი“ ახალი ტრეილერი, რომელშიც მთავარ როლს ჯეიმს მაკევოი ასრულებს. ჯეიმსი ანსახიერებს ადამიანს, რომელშიც 20 პიროვნება ცხოვრობს. სურათის სიუჟეტის მიხედვით, მთავარი გმირი გოგონებს იტაცებს და გამოკეტილები ჰყავს ისინი.
„სპლიტის“ რეჟისორი ნაით შიამალანია. მას ეკუთვნის სურათები: „მეექვსე გრძნობა“, „ვიზიტი“ და „ნიშნები“. ფილმის მსოფლიო პრემიერა 2017 წლის 20 იანვრისთვის არის დაგეგმილი.