ძვირფასო მკითხველებო!
ნებისმიერი სულიერი არსება დედამიწაზე აუცილებელი ნაწილია დიდი სიცოცხლის მანქანის - სამყაროსი. ნებისმიერ ჩვენგანს აკისრია გარკვეული ფუნქცია არსებობისთვის. შესაბამისად, ადამიანმა უნდა გაბედოს ცხოვრება და პირველ რიგში ჰქონდეს მიზანი, რაც მოტივაციის საფუძველია. ამიტომ არის საჭირო, რომ ადამიანს სჯეროდეს და ენდობოდეს საკუთარ თავს - საკუთარ შესაძლებლობებს და ამ ყველაფრის საშუალება მხოლოდ თავისუფალ აზროვნებაში იბადება.
მედია არის ჯანსაღი აზრის ჩამოყალებების საუკეთესო იარაღი, არა აზრის ფორმირების(!), პირიქით - ჩამოყალიბების. ჩვენს ჟურნლში, მკითხველი მოისმენს განსხვავებული სოციალური სფეროს საზოგადოებისთვის ცნობილ, თუ ნაკლებად ცნობილ პიროვნებების საუბრებს და საინტერესო სიახლეებს სხვადასხვა სფეროში.
პატივისცემით, ქართული OK!-ის
მთავარი რედაქტორი
ოლგა ბაბლუანი
P.S. „მაშინაც კი, როდესაც თავშესაფარში ვცხოვრობდი, ანდა ქუჩაში დავეხეტებოდი და სარჩოს დავეძებდი, თავს მსოფლიოს უდიდეს მსახიობად ვთვლიდი. მე უნდა მქონოდა აბსოლუტური თავდაჯერებულობა, მის გარეშე დავმარცხდებოდი. რწმენის გარეშე ადამიანს გარდაუვალი მარცხი ელის!“
ჩარლი ჩაპლინი