PLAYER_GET_VIDEOFLASH
2016 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში საქართველოს წარმომადგენლებმა ნიკა კოჩაროვმა და ჯგუფმა Young Georgian Lolitaz ევროვიზიის სცენაზე, Globe Arena-ზე პირველი რეპეტიცია გაიარეს.
საქართველოს წარმომადგენლებმა, რეპეტიციის შემდეგ, პრესკონფერენციაზე მედიის შეკითხვებს უპასუხეს.
2016 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი სტოკჰოლმში ჩატარდება. გრანდიოზულ სანახაობას Ericsson Globe Arena მასპინძლობს. კონკურსში წელს 42 ქვეყანა მონაწილეობს (რუმინეთი კონკურსს გამოეთიშა). ნახევარფინალები 10 და 12, ხოლო ფინალი, 14 მაისს გაიმართება.
შოუს პირდაპირი ეთერით ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი განახორციელებს. 10, 12 და 14 მაისს, 23:00 საათზე, "ევროვიზია 2016" პირველი არხის პირდაპირ ეთერში გადაიცემა.