Keeping Up With The Kardashians-ის ვარსკვლავები კიმ და ქლოი კარდაშიანები პაპარაცებმა გასულ დღეს მალიბუში შენიშნეს. დები სკოტ დისიკთან ერთად რეალითი შოუს გადაღებებზე იმყოფებოდნენ. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ოჯახის წევრებმა ოფიციალური განცხადება გაავრცელეს KUWTK-ის დასრულების შესახებ, გადაცემა პირველად ეთერში 2007 წლის ოქტომბერში გავიდა, საბოლოო სეზონს კი მაყურებელი 2021 წელს იხილავს.
ქლოიმ ჯინსის შარვალს Good American-ის ჰუდი შეუხამა, რომლის ღირებულებაც 71.50 ფუნტია.