29 წლის ქართველი ბლოგერი თეონა ჩაჩუა უცხოური გამოცემების ყურადღების ცენტრში მოექცა. მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელ და რეალითი შოუს Keeping Up With The Kardashians-ის ვარსკვლავ 23 წლის კენდალ ჯენერთან მსგავსებამ თეონას საშუალება მისცა არამხოლოდ ქართველ, არამედ უცხოურ მაყურებელსაც გაეცნო. ბრიტანულმა ტაბლოიდმა Daily Mail-მა რამდენიმე დღის წინ თეონას შესახებ სტატიაც გამოაქვეყნა და მასთან პატარა ინტერვიუც ჩაწერა. 29 წლის ქართველი დედა გამოცემასთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ქუჩაში უცნობი ადამიანები ხშირად აჩერებენ და კენდალთან ერთად ამერიკელ მოდელს ემილი რატაკოვსკის და მსახიობ სანდრა ბულოკს ადარებენ.