90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოდელი ლინდა ევანგელისტა იუბილარია. მოდის მოყვარულთასთვის კარგად ცნობილი სუპერმოდელი, რომელიც 700-ზე მეტი ჟურნალის გარეკანს ამშვენებდა დღეს 54 წლის გახდა.
12 წლის იყო, როდესაც სამოდელი სააგენტოში წასვლა ურჩიეს. ლინდა ნიუ-იორკში გაემგზავრა. მისი მონაცემები შეუმჩნეველი არ დარჩენილდა და Elite-ში კონტრაქტს მოაწერა ხელი. 19 წლის ასაკში კი მისი აღმავლობის ხანაც დაიწყო და 90-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან სუპერმოდელად იქცა.
ის იყო ფოტოგრაფ სტივენ მეისელისა და Chanel კრეატიული დირექტორის, კარლ ლაგერფილდის მუზა იყო. 90-იან წლებში ლინდასთან ერთად პოდიუმს ამშვენებდნენ: სინდი კროუფორდი, ნაომი კემპბელი, კეიტ მოსი, კლაუდია შიფერი.
ლინდა ევანგელისტას ყველაზე ცნობილი გამონათქვამია: "დღეში 10 000 დოლარზე ნაკლებისთვის, ლოგინიდან არ ვდგებით".
ევანგელისტა, წლების განმავლობაში იმდენად შეიცვალა, რომ რთულია მისი ცნობა. ყოფილმა მოდელმა წონაში საგრძნობლად მოიმატა.
90-იანების ეპოქის სხვა მოდელებისგან განსხვავებით, ლინდამ საზოგადოებრივი აქტივობა მთლიანად შეწყვიტა და გაუჩინარდა. პირველად ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ის Vogue-ის 50 წლის იუბილეზე გამოჩნდა. წონის მატებასთან ერთად, ლინდა ევანგელისტა სახეზეც საკმაოდ შეცვლილია, მიზეზი ავადმყოფობაა. მას ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები აქვს, რამაც ჰორმონალური დისბალანსი და წონაში მკვეთრი მატება გამოიწვია.
თუმცა, ეს მას სულაც არ ადარდებს და როგორც ინტერვიუებში აღნიშნას, ძალიან მოსწონს საკუთარი თავი, ზედმეტი დიეტების გარეშე.