ოპრა უინფრი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანია. მან ცხოვრების ურთულესი გზა გაიარა. ცხოვრობდა გეტოში, იქცა გაუპატიურების მსხვერპლად, მაგრამ შემდეგ ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალა: მსოფლიოს წამყვანი ტელევიზიები დაიპყრო, დღეს კი, საკუთარი ტელეარხის მფლობელია. ოპრა ძლიერი ქალის ნამდვილი მაგალითია, ცხოვრება მის მიმართ ლოიალური არასოდეს ყოფილა, მაგრამ მან მიზანი დაისახა და საბოლოოდ, მისი მიღწევა მოახერხა. დღეს OK! ამ საოცარი ქალბატონის რამდენიმე ციტატას გთავაზობთ.
რას ხედავთ, როდესაც წინ იყურებით? ეს მნიშვნელოვანია, თქვენ ხომ იმას ხედავთ, რისი მიღებაც გსურთ. თვალები გიბრწყინავთ? თუ კი, ესე იგი, ამის მიღება მთელი გულით გწადიათ. თუ თქვენს მომავალს ჩვეულებრივ ხედავთ, სწორედ ასეთი ჩვეულებრივი ცხოვრება გექნებათ, შეეცადეთ დაინახოთ ის, რაც მართლა გსურთ.
ცხოვრებისგან იღებთ მხოლოდ იმას, რის თხოვნასაც გაბედავთ, ბევრის მოთხოვნის არასოდეს შეგეშინდეთ.
რაზეც ფოკუსირდებით, იზრდება. თუ რამე კარგზე ახდენთ კონცენტრირებას, ამ კარგს იღებთ, თუ ცუდზე ფიქრობთ, არ გაგიკვირდეთ, მოვლენები თუ მართლა ცუდად განვითარდება.
მხოლოდ იმ ხალხის გარემოცვაში იყავით, რომლებიც მომავალში წინსვლაში ხელს შეგიწყობენ.
როდესაც საქმე გიყვართ, მისით დაკავება 24-საათიან რეჟიმში შეგიძლიათ. სიყვარული ძალაა, რომელიც საწვავივით მოქმედებს.
უიღბლობის არ მწამს. არ არსებობს წარუმატებლობა, თუ რაღაც მომენტში სიამოვნების განცდა მოახერხეთ.
საკუთარ ინსტინქტებს ენდეთ, ეს ყველაზე ბრძნული გადაწყვეტილება იქნება.
ერთადერთი კატეგორია ადამიანებისა, რომელიც წარუმატებლობას ვერ იტანს, ის არის, ვინც ძალიან ბევრს მიაღწია.