უორენ ბაფეტი ისტორიაში ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია. ბაფეტი სიბრძნითაა გამორჩეული, რომელმაც საბოლოო ჯამში, ზღაპრული სიმდიდრე მოუტანა. საბედნიეროდ, მილიარდერს უშუალობა არ დაუკარგავს და ძალიან მარტივი ენით საუბრობს თემებზე, რომლებიც ჩვეულებრივ ადამიანებს მოტივაციის ამაღლებაში უდავოდ დაეხმარებათ.
OK! მის რამდენიმე ციტატას გთავაზობთ:
1. წესი პირველი: არასოდეს დაკარგოთ ფული. წესი მეორე: არ დაგავიწყდეთ წესი პირველი.
2. ინვესტირება ნიშნავს ჩადოთ ფული დღეს ისეთ რამეში, რაც ხვალ მოგებას მოგიტანთ.
3. მე საუკეთესო ინვესტორი ვარ, რადგან ბიზნესმენი ვარ და საუკეთესო ბიზნესმენი ვარ, რადგან ინვესტორი ვარ.
4. არასდროს არაფერს ვყიდულობ თუ არ შემიძლია ჩამოვწერო ფურცელზე ამას რისთვის ვაკეთებ. შეიძლება შევცდე, მაგრამ ამაზე პასუხი მექნება: „32 მლრდ დოლარს „კოკა-კოლაში“ იმიტომ ვიხდი, რომ ...“ თუ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ შეგიძლიათ, აქციები არ უნდა იყიდოთ. ხოლო თუ რამდნეჯერმე გასცემთ პასუხს, ბევრ ფულსაც იშოვით.
5. მხოლოდ იმ კომპანიების აქციები შეიძინეთ, რომელთა პროდუქცია პირადად მოგწონთ.
6. გაცილებით უკეთესია როცა შესანიშნავ კომპანიას სამართლიან ფასად ყიდულობთ, ვიდრე როცა სამართლიან კომპანიას შესანიშნავ ფასად იძენთ.
7. თუ იმყოფებით გემბანზე რომელშიც მუდმივად წყალი შემოდის, მის შეკეთებას, აჯობებს, ახალი გემის შეძენაზე იფიქროთ.
8. არასოდეს ჩადოთ ფული იმ სფეროში, რომელშიც ვერ ერკვევით.
9. ხელმძღვანელი, რომელსაც ხელქვეითები ჩიხში შეყავს, ბოლოს თავადაც ამ ჩიხში აღმოჩნდება.
10. თუ ასეთი ჭკვიანები ხართ, რატომ ვარ ასეთი მდიდარი?