ამერიკის ახლადარჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სამი სხვადასხვა ცოლისგან ხუთი შვილი ყავს. მათ შორის, უდაოდ, ივანკა ტრამპი ყველაზე გამორჩეულია, რომელიც მილიარდერს პირველ ქორწინებაში შეეძინა.
მამის თქმით, ბავშვობაში ივანკას არასდროს ათამამებდა. „სამაგიეროდ თითოეული ცენტის დაფასება გვასწავლა“ - აღნიშნა ივანკამ ერთ-ერთ ინტერვიუში. 16 წლისას მამამ დამატებითი შემოსავლის მიზნით სამსახურის პოვნა ურჩია, ის შვილებს სწავლის გადასახადს უხდიდა, თუმცა, ჯიბის ფულს არასდროს აძლევდა. ამის შედეგად, ივანკა დღეს ამაყობს, რომ ახალგაზრდობიდან შრომას და დამოუკიდებლობას შეეჩვია და პერის ჰილტონისა და სხვა მდიდარი მემკვიდრეების ბედი არ გაიზიარა. მამა ქალიშვილის წარმატებული სამოდელო კარიერითაც ამაყობს.
ივანკა ტრამპი ცოლად გამომცემელ ჯარედ კუშნერს გაყვა. მამამ ქალიშვილის არჩევანი სრულია გაამართლა, მიუხედავად იმისა, რომ ივანკამ ჯარედის რელიგია - იუდაიზმი მიიღო.
დღეს, 35 წლის ეფექტური, ქერა ლამაზმანი მამის პირველი ხელია და საპრეზიდენტო რბოლის მოგებაში დიდი წვილი აქვს შეტანილი. ის ტრამპის კამპანიის ხელმძღვანელი და შვილებიდან ერთადერთი იყო, ვინც თავიდანვე გვერდით ედგა მამას.
დონალდი ძალიან აფასებს ივანკას, რადგან სწორედ ის არბილებდა მამის უხეშ და უკმეხ კომენტარებს, რომლებიც უკვე ტრამპის სავიზიტო ბარათად იქცა.