ექვსი წლის ქენდისთვის მამის ტენორ-საქსოფონი ძალიან მძიმე იყო, ამიტომ შვიდი წლიდან ალტ-საქსოფონზე გადავიდა და ადგილობრივ ჯგუფთან, Jeugd Doet Leven-თან უკრავდა. აღსანიშნავია, რომ პატარა ქენდიმ მუსიკის პირველი გაკვეთილები დამოუკიდებლად აითვისა.
ქენდი დალფერი ჰოლანდიელი ჯაზ-მუსიკოსია. თოთხმეტი წლისა უკვე საკუთარ ჯგუფში Funky Stuff უკრავდა, რომელმაც 1987 წელს მადონას ევროპულ ტურში მიიღო მონაწილეობა. მისი სადებიუტო ალბომი - Saxuality 1990 წელს გრემის ნომინაციებში მოხვდა. ამჟამად მუსიკოსს ცხრა სტუდიური, ორი საკონცერტო და ერთი ნაკრები ალბომი აქვს.
დალფერი კომპოზიციებს ისეთ მუსიკოსებთან ასრულებდა და წერდა, როგორებიცაა პრინცი, დეივ სტიუარტი, ბიონსესთან, ლაიონელ რიჩისთან, ვან მორისონი, მასეო პარკერი და მათ შორის ქენდის მამა ჰანს დალფერი.
ქენდის ყველაზე ცნობილი კომპოზიცია Lily was Here გიტარისტ და პროდიუსერ დეივ სტიუარტთან თანამშრომლობის შედეგია. სიმღერამ სწრაფად დაიკავა ბრიტანული ჩარტების მეექვსე ადგილი. იმავე 1990 წელს ქენდიმ ლეგენდარულ Pink Floyd-თან ერთად დაუკრა.
განსაკუთრებით პოპულარობით სარგებლობდა მისი კომპოზიციები For The Love Of You და Finsbury Park, Cafe 67.
2001 წელს ქენდიმ მამასთან ერთად ორმაგი ალბომი Dulfer Dulfer გამოუშვა.
2007-ში დღის სინათლე მუსიკოსის მეცხრე სტუდიურმა ალბომმა იხილა, ამავე წელს მუშაობა ტელესერიალზე „ქენდი და...“ დაიწყო, სადაც თავის კოლეგებს იწვევდა და ესაუბრებოდა.
12 ნოემბერს ქენდი დალფერი და მისი ბენდი თბილისის ჯაზ-ფესტივალს სტუმრობენ. ნოებრის თვეში უკვე მუსიკოსის ახალი ალბომის TOGETHER შეძენაც შეგეძლებათ.