ცნობილმა მსახიობმა მიშა გომიაშვილმა ოფიციალურად მეცხრედ იქორწინა. თუ მიშას ცნობილ ქორწინებებს გავიხსენებთ, ის ყოველთვის აღნიშნავდა, რომ როდესაც სიყვარული მთავრდება ამას საყვარელ ადამიანს პირდაპირ ეუბნება და შორდება. როგორც ჩანს, მსახიობის ბოლო ქორწინებაც სწორედ ამის მიზეზი გახდა.
მიშას ახალი რჩეული ქეთი კალანდაძეა. ბოლო ქორწინებამდე მიშას მეუღლე მაკა თვალჭრელიძე იყო, რომელთანაც თანაცხოვრების ხუთი წელი გაატარა. ინტერვიუში მაკა თამამად აცხადებდა, რომ ეს მიშასთან ცხოვრების რეკორდი იყო, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ისტორიაც დასრულდა.
მიშამ სოციალურ ქსელში ქეთი კალანდაძესთან ჯვრისწერის ფოტოები ატვირთა წარწერით, „ყველაზე ლამაზი პატარძალი მსოფლიოში“.