საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, კახი კალაძე თავისი ცხოვრების სტილით ყოველთვის ყურადღებას იპყრობს. გარდა პოლიტიკური საქმიანობისა, მინისტრის პირადი ცხოვრებაც ისეთივე აქტუალურია საზოგადოებისთვის, როგორც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები.
თავად კახის ცხოვრება სამსახურის გარეთ საკმაოდ საინტერესოა. ბაიკების კოლექცია, ძვირადღირებული მანქანები და ულამაზესი სახლი, სადაც შვილები და საყვარელი მეუღლე ელოდება ყველაზე ხშირად instagram-ის ობიექტივში ხვდება.
თუ კახის Instagram-ს ესტუმრებით, შეუძლებელია არ შეამჩნიოთ მისი და შვილების საოცარი ოჯახური იდილეა, რაც ფოტოებზეც კარგად ჩანს.