ედი რედმეინი შვიდი კვირის წინ მამა გახდა, მაგრამ ჟურნალისტებს ამ დრომდე მისი გამოჭერის საშუალება არ მიეცათ.
მას შემდეგ, რაც ცნობილ „დანიელ გოგონას“ ქალიშვილი, ირისი მეი შეეძინა, ის ჟურნალისტებთან უერთიერთობისგან თავს იკავებდა. მაგრამ „რიო 2016“ ედისთან სასაუბროდ საუკეთესო საშუალება აღმოჩნდა. ოლიმპიადის ორგანიზატორებმა ედი რედმეინი, მეუღლესთან და ახლადშეძენილ ქალიშვილთან ერთად, Omega House-ის ბრენდ წამომომადგენლების სახელით, ფესტივალზე საპატიო სტუმრის სტატუსით მიიწვიეს.
„მიუხედავად იმისა, რომ საჯაროს ამას შვიდი კვირის შემდეგ ვამბობ, გეტყვით, - ეს საოცარი გრძნობაა! ხშირად მსმენია სხვა მშობლებისგან, რომ შვილი ადამიანს ცვლის და მას განსაკუთრებულს ხდის, მაგრამ ამ სიტყვებში ახლა უკეთ დავრწმუნდი.
ირისისთვის ეს პირველი მოგზაურობაა საზღვარგარეთ და მოხარული ვარ, რომ ეს ოლიმპიადაზე, ბრაზილიაში მოხდა. სიმართლე გითხრათ, სამხრეთ ამერიკაში, ეს ჩემთვისაც პირველი ვიზიტია, მანამდე აქ არასდროს ვყოფილვარ“, - განაცხადა ედი რედმეინმა ერთ-ერთ გამოცემასთან.