დონალდ ტრამპის ქალიშვილი ივანკა ტრამპი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია მოქცეული – ახლა უკვე არა მხოლოდ თავისი საქმიანობით, არამედ იმითაც, რომ მამამისი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატია.
თუ ტრამპი პრეზიდენტი გახდება, ამერიკელებისთვის არაოფიციალურად პირველი ლედი სწორედ ივანკა იქნება. ის ხომ ამერიკელებს ძალიან უყვართ და მისი ჩაცმის სტილი მრავალი ამერიკელი ქალაბტონისთვის მისაბაძია. ეს მხოლოდ იმიტომ არ ხდება, რომ ივანკას სამოდელო პარამეტრები აქვს.
ივანკა ტრამპი Trump Organization-ის ვიცეპრეზიდენტი, დიზაინერი, ბიზნესვუმენი და სამი შვილის დედაა. ის ყველანაირად აკმაყოფილებს წარმატებული ქალის სტანდარტებს. დონალდ ტრამპის ქალიშვილი განათლებითაც გამორჩეულია და შრომა არასდროს ეზარება.
მამას ივანკა ფულით არასდროს გაუნებივრებია, მაგრამ სამაგიეროდ, ბრწყინვალე განათლების მიღების შესაძლებლობა მისცა. ივანკა სწავლობდა ქალთა სკოლაში Chapin School, კერძო კოლეჯში Choate Rosemary Hall, შემდეგ განათლების მიღება ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში განაგრძო.
საქმიანი კარიერის პარალელურად, ივანკა გამოჩნდა რამდენიმე სერიალის ეპიზოდებში, დააფუძნა საკუთარი ბრენდი „ივანკა ტრამპი“. ის უშვებს სამოსს, ჩანთებს, ფეხსაცმელს, სუნამოებსა და სხვადასხვა აქსესურაებს.
ივანკა ტრამპის სტილი სრულიად შეეფერება 21-ე საუკუნის წარმატებული ქალის იმიჯს, მას თანაბარი წარმატებით შეუძლია მოირგოს ხან მკაცრი და საქმიანი ქალბატონის იმიჯი, ხან სპორტული სტილი და ორივე შემთხვეევაში ქალური შარმი უცვლელად შეინარჩუნოს.