ყოველთვის მინდოდა ჩემი შესაძლებლობების წარმოჩენა და ეს პროექტი საუკეთესო საშუალება აღმოჩნდა. ვინაიდან უკვე მქონდა გამოცდილება და ვიცოდი რა ხდებოდა პროექტის შიდა სამზარეულოში, ვიფიქრე კიდევ ერთხელ მეცადა და ეს შანსი გამომეყენებინა. ქასთინგისთვის რიანას სიმღერა Bitch Better Have My Money შევარჩიე, მაგრამ ისე მოხდა, რომ სცენაზე შემომთავაზეს კიდევ ერთი სიმღერა შემესრულებინა და ემი უაინჰაუსის ჰიტი You sent me flying ვიმღერე. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჟიურის ასეთი დადებითი შეფასება მივიღე.
წელს X Factor სრულიად სხვა კუთხით განვითარდა – სწორედ იმ მიმართულებით, რაც მე ძალიან მიყვარს და ვფიქრობ საუკეთესო იქნება. ამას ემატებიან წლევანდელი ძალიან ძლიერი კონკურსანტებიც. თითოეული მათგანი ინდივიდუალურია.