სიმართლე გითხრათ, არ ვაპირებდი X Factor-ში მონაწილეობას, არ ვიყავი ჩემს თავში დარწმუნებული, მაგრამ მიხარია, რომ ეს ნაბიჯი გადავდგი.
ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი შესრულება წარმატებული აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო ეტაპზე გადავედი, ნერვიულობა დღითი დღე მატულობს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის კატეგორიას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ჟიურის თითოეული წევრი იდეალურია, მაინც გამოვარჩევ გიორგი გაბუნიას. მისი ეს სიმკაცრე მომწონს და ამიტომ ვფიქრობ სწორი მიმართულებით წამიყვანს. კონკურენტებს რაც შეეხება, ძალიან ძლიერები არიან. საკმაოდ რთული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს ჟიურის. მაქსიმალურად დავიხარჯები და ბოლომდე გამოვავლენ ჩემს შესაძლებლობებს. მინდა სცენაზე ყოველი ჩემი გამოსვლა ემოციებით დატვირთული და სანახაობრივი იყოს.