ქართული OK!-ის სტუმრები ორი უნიჭიერესი ქართველი მომღერალი – მარიამ როინიშვილი და ნოდიკო ტატიშვილი არიან. როგორ გაიცნეს მეგობრებმა ერთმანეთი, რით არიან ამჟამად დაკავებულები და რას ფიქრობენ ერთმანეთის შესახებ – წაიკითხეთ მომღერლებთან ქართული OK!-სთვის ჩაწერილ ექსკლუზიურ ინტერვიუში.
ნოდიკო, მარიამ, სად და როგორ გაიცანით ერთმანეთი?
(ნოდიკო): მარიამს ყოველთვის ვიცნობდი შორიდან, თუმცა პირადად 2008 წლის ზაფხულში გავიცანით ერთმანეთი, როდესაც ალექსანდრე ბასილაიას მიუზიკლში „ჩხიკვთა ქორწილი“ დაგვამტკიცეს ზაქარასა და ქეთევანის როლებზე. აი, მაშინ შევხვდით პირველად ერთმანეთს და დღეს უკვე საუკეთესო მეგობრები ვართ.
(მარიამი): ერთმანეთი გავიცანით საკმაოდ დიდი ხნის წინ. როგორც ნოდიკომ აღნიშნა, „ჩხიკვთა ქორწილის“ დადგმის დროს. გაცნობისთანავე მივხვდი, რომ ეს ადამიანი ჩემიანი იყო. ბედნიერი ვარ, რომ ნოდიკოს შევხვდი. ჩვენ, ფაქტობრივად, სიმღერამ გაგვაერთიანა. ნოდიკო საუკეთესო პარტნიორი და ღირსეული, კეთილშობილი, ძალიან მეგობრული ადამიანია.
როგორ დაიწყო თქვენი მეგობრობა? დიდი ხანია მეგობრობთ?
(ნოდიკო): მეგობრობა დაიწყო ზუსტად ასე, როგორც მოგახსენეთ. ძალიან უცბად დავმეგობრდით. შემდეგ ამას მოყვა მიუზიკლის გადაღებები და ფაქტობრივად რამდენიმე კვირა ერთად ვცხოვრობდით და ვმუშაობდით. გადაღებები მიმდინარეობდა სიღნაღში, შემდეგ გამოვიდა ფილმი, რომელსაც მოყვა სპექტაკლები დიდ საკონცერტო დარბაზში. გამოვიდა ისე, რომ მუსიკამ, ჩვენმა პროფესიამ დაგვამეგობრა.
ინტერვიუ უფრო ვრცლად წაიკითხეთ ჟურნალ OK!-ის აპრილის ნომერში...