ქართული OK!-ის სტუმრები ყოველთვის განსაკუთრებულად ელეგანტური და მომხიბლავი სოფო ჭყონია და ცნობილი ქართველი კინორეჟისორი – გელა ბაბლუანი არიან. გთავაზობთ ჩვენი ჟურნალისთვის ექსკლუზიურად ჩაწერილ ინტერვიუს სოფო ჭყონიასთან, რომელიც MERCEDES BENZ თბილისის მოდის კვირეულის აღმასრულებელი პროდიუსერია, და გელა ბაბლუანთან, რომლის საკმაოდ მნიშვნელოვან, სამომავლო გეგმებზე ინტერვიუდან შეიტყობთ.
სოფო, გელა, როგორი იყო თქვენი ბავშვობა და მშობლებთან დამოკიდებულება?
(სოფო): ჩემი ბავშვობა ჩვეულებრივი იყო, როგორც ალბათ ყველასი იმ დროს, და მშობლებთანაც ძალიან კარგი დამოკიდებულება მქონდა.
(გელა): ძალიან თბილი დამოკიდებულება მქონდა მშობლებთან. მახსოვს, ყველგან დავყავდი მამაჩემს – ქეიფებზე, ფესტივალებზე, გადაღებებზე. მუდამ გვერდით ვყავდი. დედაჩემთან ძალიან ფაქიზი და თბილი დამოკიდებულება მაქვს დღემდე – როგორც ალბათ ყველა ქართულ ოჯახშია.
როდიდან იგრძენით თავისუფალი წლების სიამოვნება?
(სოფო): გააჩნია რას ვუწოდებთ თავისუფლებას. რაღაცაზე ან ვინმეზე დამოკიდებული ყოველთვის ვართ. სრული თავისუფლება მე მგონი არ არსებობს.
(გელა): ვფიქრობ მაშინ ვიგრძენი, როცა გაჩნდა პასუხისმგებლობის განცდა, რადგან თავისუფლებას ყოველთვის მოყვება პასუხისმგებლობა. ეს მაშინ იყო, როცა დავიწყე იმ საქმის კეთება, რომელიც მე მიყვარს. ცხადია, თავისუფლებასაც ჩარჩო აქვს და ამ ჩარჩოს გარეშე ის ანარქიად იქცევა.
ინტერვიუ უფრო ვრცლად წაიკითხეთ ჟურნალ OK!-ის აპრილის ნომერში...