ქართული OK! წარმოგიდგენთ მომღერალს, რომლის ჰარმონიულ, ძლიერ, ხავერდოვან ხმას ერთხელ მაინც თუ მოუსმინეთ, არასოდეს დაგავიწყდებათ და სხვა მომღერლის ხმაში არასოდეს აგერევათ. წლევანდელი „გრემის“ 59-ე დაჯილდოების ცერემონიის ტრიუმფატორი სწორედ ყველასთვის საყვარელი, ერთადერთი და განუმეორებელი ადელია, რომელმაც „გრემზე“ წარდგენილ ხუთივე ნომინაციაში მოიპოვა ყველა მომღერლისთვის საოცნებო უმაღლესი მუსიკალური ჯილდო.
ქართული OK! წარმოგიდგენთ ინტერვიუს მომღერალთან.
ადელ, თქვენი მხრიდან დიდი სიმამაცეა, რომ ასეთი აქტიური კარიერული ცხოვრების პარალელურად შვილი გყავთ.
სულაც არა. ვფიქრობ, სიმამაცე სწორედ ის იქნებოდა, შვილი რომ არ მყოლოდა, რადგან შვილი, უდიდეს ბედნიერებასთან ერთად, საკმაოდ დიდი ვალდებულებაცაა. ჩემი შვილი ამქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარს, თუმცა ხანდახან ძალიან მინდა ჩემი თავისუფალი დრო მხოლოდ საკუთარ თავს მოვახმარო, რაც, ფაქტობრივად, არასოდეს გამომდის.
კიდევ აპირებთ შვილების ყოლას?
არა მგონია. თანაც საიმონს (ადელის მეგობარი მამაკაცი) ჰყავს უფროსი ქალიშვილი წინა ქორწინებიდან. ასე რომ, ანჯელოს უკვე ჰყავს და. მეშინია კიდევ ერთი ბავშვის გაჩენის, რადგან საკმაოდ მძიმე პოსტსამშობიარო დეპრესია მქონდა, რამაც უსიამოვნო გავლენა იქონია ჩემზე.
ანტიდეპრესანტებსაც სვამდით?
არა, წამლებს არ ვიღებდი, მაგრამ მახსოვს, არავის ვეკონტაქტებოდი, არავის ველაპარაკებოდი. საკმაოდ მძიმე პერიოდი მქონდა, არაადეკვატური ვიყავი. ბოლოს გადავწყვიტე, რომ დღის განმავლობაში შუადღის საათები მხოლოდ საკუთარი თავისთვის დამეთმო, ჩემი განცდებისა და დეპრესიების შესახებ საკუთარ, შვილიან მეგობრებს ვესაუბრე და აღმოჩნდა, რომ ისინიც ჩემს მდგომარეობაში იყვნენ. ამით დიდი შეღავათი ვიგრძენი.
ინტერვიუ უფრო ვრცლად წაიკითხეთ ჟურნალ OK!-ის მარტის ნომერში...