ჯერ კიდევ იმ დროიდან მოყოლებული, როდესაც საქართველოში ერთადერთი „განათებული“ სასტუმრო ფუნქციონირებდა, თამუნა გულედანი სასტუმრო ბიზნესში საქმიანობს. სექტემბრიდან განახლებული სასტუმროების ქსელში „ამბასადორი“ გენერალური მენეჯერის პოსტი დაიკავა. ქართული OK! მას კარიერაზე, ოჯახზე, ადგილობრივი სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიის პოტენციალსა და გამოწვევებზე ესაუბრა.
თქვენ თითქმის ოცი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდით ერთ-ერთი საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს მარკეტინგისა და გაყიდვების დეპარტამენტს. როგორ მიიღეთ სასტუმროების ქსელში „ამბასადორი“ გადმოსვლის გადაწყვეტილება?
როდესაც თბილისში პირველი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო გაიხსნა, ეს გახლდათ პირველი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ამიერკავკასიაშიც. მათთვის ეს ბაზარი იყო სრულიად უცხო, და მთელი რესურსი ჩვენი, ანუ ადგილობრივი კადრის სწავლებასა და წვრთნას მოახმარეს. ეს ჩემს კარიერაში ძალიან საინტერესო წლები იყო. რეალურად სწორედ ჩვენ ვავითარებდით ამ ინდუსტრიას ქვეყანაში. მიმაჩნია, რომ ყოველთვის გზამკვლევის როლს ვასრულებდით და რაც მთავარია – ვზრდიდით თბილისის, ბათუმისა თუ ზოგადად საქართველოს ცნობადობას მსოფლიო მასშტაბით. ჩემი ოცწლიანი კარიერის განმავლობაში უშუალოდ ვიღებდი მონაწილეობას ჩვენი ბრენდის სასტუმროების გახსნაში ბათუმში, ბაქოსა და დუშანბეში. სწორედ ამ ოცწლიანი ერთგულების შემდეგ, ეს გადაწყვეტილება ჩემთვის არ იყო მარტივი, მაგრამ როდესაც განახლებული სასტუმრო „ამბასადორი თბილისი“ და გოლფკურორტი „ამბასადორი კაჭრეთი“ ვიხილე, მივხვდი, რომ მომეცა უნიკალური შანსი შევქმნა წამყვანი ქართული ბრენდი, და მე ეს გამოწვევა მივიღე.
საქართველოს ყველა საერთაშორისო და ადგილობრივი სასტუმრო საფუძვლიანად ვიცი და ამიტომ სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ქვეყანაში, ხარისხობრივად, „ამბასადორი თბილისის“ დონის არც ადგილობრივი თუ საერთაშორისო პროდუქტი არ არსებობს. იტალიელი დიზაინერების მიერ დაპროექტებულ ახალ შენობაში, რომელიც ასე ორგანულად შეერწყა ქალაქს, სასტუმროს 84 ახალი ნომერი განთავსდა, რომლის ანალოგი საქართველოში არ არსებობს – 100-დან 400 კვ.მ.-მდე ფართობის ლუქსის ტიპის ნომრები, იტალიური მარმარილოს 25 კვ.მ. ფართობის სააბაზანო ოთახები, სპეციალურად ჩვენი სასტუმროსთვის შექმნილი იტალიელი დიზაინერის – ფრანჩესკო მოლონის ექსკლუზიური ავეჯი.
მოვედი, რათა ვმართო დღესდღეობით ბაზარზე არსებული საუკეთესო პროდუქტი, რომლისგანაც უნდა შევქმნათ წამყვანი ქართული ბრენდი.
ინტერვიუ სრულად წაიკითხეთ ჟურნალ OK!-ის იანვრის ნომერში...