არსებობის 250 წლის მანძილზე ბრენდმა Hennessy მსოფლიოს კონიაკის ნამდვილი გემო გაუზიარა. პროდუქტისთვის X.O Odyssey რეჟისორმა ნიკოლას ვაინდინგ რენმა კონიაკისგან მიღებულ შესანიშნავ შეგრძნებებში სამოგზაუროდ მოკლე ფილმი გადაიღო. X.O Odyssey-ის კამპანიის უმთავრესი მიზანია მომხმარებელს Hennessy X.O-ს მრვალფეროვნება და გემოსა თუ არომატების სიმდიდრე დაანახოს.
X.O Odyssey 7 სხვადასხვა გემოს შეგრძნებას – დაუვიწყარ მოგზაურობას გვთავაზობს, რომლის აღწერა სიტყვებით არც ისე ადვილია. ეს თავად უნდა განიცადოთ...
X.O Odyssey-ის ყოველი წვეთი ნამდვილი თავგადასავალია – სიტკბო, მცირეოდენი სიცხარე, რომელიც უფრო და უფრო ძლიერდება, ცეცხლოვანი, ვნებიანი გემო, შავი შოკოლადის ნაცნობი არომატი, ბოლოს კი – მუხისა და ვანილის ძლიერი, გასაოცარი სინთეზი, რომელიც თავდაჯერებულად გაგრძნობინებთ სასმელის ექსპრესიულობას, ხანგრძლივი გემო კი შთამბეჭდავ თავგადასავალს დაუვიწყარ მოგონებად დაგიტოვებთ.
ახალ კამპანიასა და სხვა საინტერესო თემებზე სასაუბროდ კონიაკის სახლის ბრენდამბასადორ – გიომ დე გიტოს ვესტუმრეთ, რომელიც თბილისში სულ რამდენიმე დღით ჩამოვიდა. გიომმა სასტუმროში „ამბასადორი“ კონიაკით დაინტერესებული პირებისთვის სადილი გამართა, სადაც თითოეულ სტუმარს X.O-ს დაგემოვნებისა და კამპანიის ფარგლებში გადაღებული ფილმის ნახვის საშუალება მიეცა.
გვიამბეთ X.O Odyssey-ს ახალი კამპანიის შესახებ.
X.O Odyssey-ის ახალი კამპანიის იდეაა დაეხმაროს მომხმარებელს სასმელის უკეთ შეგრძნებასა და აღქმაში. Hennesy-ის კოლექციის ეს საკულტო პროდუქტი უკვე 140 წელია არსებობს. შეიძლება ითქვას, რომ ის მრავალგვერდიანი წიგნია, რომელიც უნდა წაიკითხო იმისთვის, რომ ყველა არომატი, ყველა შეგრძნება გამოსცადო. წარმოიდგინე: შოკოლადის გემოს გრძნობ, რომელსაც უცებ რაღაც მწარე, წიწაკის არომატი ცვლის. მას ხანგრძლივი ეფექტი აქვს – გემო დიდხანს გრჩება. სწორედ ამ კამპანიის საშუალებით ისწავლი, როგორ უნდა დააგემოვნო კონიაკი. X.O Odyssey კომპლექსური კონიაკია. როგორც იცით, ბერძნული კულტურის მიხედვით ოდისეა მოგზაურობას ნიშნავს. შესაბამისად, X.O-ც მოგზაურობაა. თანაც – საკმაოდ ხანგრძლივი. შეგიძლია 1 საათის განმავლობაში ის ყლუპ-ყლუპად დააგემოვნო, მისი თითოეული გვერდი გადაშალო. ეს არაა რთული, ეს არაა სიგიჟე – ეს ძალიან საინტერესოა.
საქართველოში პირველად ხართ?
დიახ, და ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა. საოცრად მიყვარს არქიტექტურა და მოგზაურობისას ყოველთვის ვცდილობ აღმოვაჩინო რაიმე ახალი, რაც იმ კონკრეტული ქვეყნისთვისაა დამახასიათებელი. ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ თქვენი არქიტექტურა ძალიან საინტერესოა. მრავალი გავლენა შევამჩნიე – თურქეთის, საფრანგეთის, სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპის. მოკლედ, თბილისის არქიტექტურა ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. იმედი მაქვს მექნება დრო, რომ ამ ქალაქის სილამაზე უკეთ აღმოვაჩინო.
ძალიან საინტერესო სამსახური გაქვთ. ბევრს მოგზაურობთ, ხვდებით ახალ ადამიანებს. როგორ ფიქრობთ, რა არის ყველაზე მიმზიდველი თქვენს სამუშაოში?
ვფიქრობ, ყველაზე მიმზიდველი და საინტერესო ადამიანებისთვის ემოციების, გრძნობების გაზიარებაა. მაგალითად, თქვენთვის, როდესაც ჩემგან ინტერვიუს იღებთ, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც დეგუსტაციის, ან სადილის დროს ვეკონტაქტები. 20 წელია Hennessy-ში ვმუშაობ და ძალიან მომწონს გარშემომყოფებისთვის იმის გაზიარება, თუ რატომ ვარ კვლავ ასეთი მოტივირებული.
ინტერვიუ უფრო ვრცლად წაიკითხეთ ჟურნალ OK!-ის იანვრის ნომერში...