წინასაახალწლოდ ქართული OK! ულამაზეს ქართველ მოდელებს და მათ შვილებს ესტუმრა. მეგობრები – ლალი ტოტიკაშვილი და ლალი გუშიკაშვილი დიდი სიამოვნებით გვესაუბრნენ ახალი წლის შეხვედრის ტრადიციებზე, ბავშვების მოლოდინზე, საახალწლო რიტუალებზე და ჩვენს მკითხველებს თავიანთი ამჟამინდელი საქმიანობაც გააცნეს.
როგორ ხვდებით ხოლმე ახალ წელს?
(ლალი ტ.): ახალი წელი ძალიან მიყვარს, ბავშვივით მიხარია ხოლმე მისი მოსვლა და ყოველთვის დიდი ენთუზიაზმით ვრთავ ნაძვის ხეს, ვითვალისწინებ რა არის ახალ წელს ტენდენციური და მოდური. მას შემდეგ, რაც ბავშვები შემეძინა, ორმაგად მიხარია ახალი წელი, რადგან ჩემს შვილებს ძალიან უყვართ ეს დღესასწაული.
(ლალი გ.): ტრადიციულად, აუცილებლად შინ ვხვდებით ხოლმე ახალ წელს – მე, ჩემი მეუღლე და ბავშვები. გვაქვს ლამაზი ნაძვის ხე, ტკბილეული. ბოლო პერიოდში ცოტა ევროპული ხასიათიც შევიტანეთ ჩვენს ტრადიციულ დღესასწაულში – რამდენიმე სახის ევროპული ტკბილეული და კერძი გვაქვს დამატებული. ახალ წელს უახლოესი ოჯახები ვიკრიბებით ხოლმე ერთად, სტუმრად დავდივართ ჩვენს მეგობრებთან და ერთად ვატარებთ ბედნიერ დღეებს.
ახალი წლის შეხვედრის რაიმე განსაკუთრებული საოჯახო ტრადიცია ან რიტუალი თუ გაქვთ?
(ლალი გ.): მე სტუდენტობიდან მაქვს ერთი ასეთი ჩვევა – აუცილებლად ვყიდულობ ხოლმე ფერად-ფერად სანთლებს და სუფრაზე, ნაძვის ხესთან ვანთებ. დღემდე მომყვება ეს რიტუალი, რომელიც ძალიან მიყვარს.
(ლალი ტ.): ახალ წელს ჩვენც აუცილებლად შინ ვხვდებით, ყველა ერთად. მე მაქვს ასეთი რიტუალი: 12 საათზე ნაძვის ხეზე ლენტს სამჯერ ვნასკვავ და სამ სურვილს ჩავიფიქრებ ხოლმე, რაც, მინდა გითხრათ, ძალიან ამართლებს.
ბავშვები როგორი მოლოდინით ხვდებიან ხოლმე ახალ წელს?
(ლალი ტ.): ბავშვები მოუთმენლად ელიან. წერენ წერილებს თოვლის ბაბუასთვის. წელს განსაკუთრებული ახალი წელია, რადგან მას ახალ ბინაში შევხვდით. ნიტას ძალიან უყვარს ჩემთან ერთად საახალწლო ფუსფუსი, კერძების მომზადებაში მონაწილეობს ხოლმე.
(ლალი გ.): ჩემი შვილებიც განსაკუთრებით ემზადებიან. პატარას ჯერ კიდევ სჯერა, რომ თოვლის ბაბუა არსებობს და წელსაც დიდი წერილი მოამზადა საჩუქრების მისაღებად. მეც ძალიან მიყვარს ახალი წელი და ბავშვივით მიხარია ეს დღესასწაული. შვილებთან ერთად დიდი ხალისით ვემზადები ხოლმე.
ინტერვიუ უფრო ვრცლად წაიკითხეთ ჟურნალ OK!-ის იანვრის ნომერში...
<!-- /* Font Definitions */ @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4; mso-font-charset:0; mso-generic-font-family:auto; mso-font-pitch:variable; mso-font-signature:-520092929 1073786111 9 0 415 0;} @font-face {font-family:FuturaBookMta; mso-font-alt:Cambria; mso-font-charset:0; mso-generic-font-family:auto; mso-font-pitch:variable; mso-font-signature:-2080374613 72 0 0 1 0;} @font-face {font-family:"FuturaBook Geo Unicode"; mso-font-alt:Didot; mso-font-charset:0; mso-generic-font-family:auto; mso-font-pitch:variable; mso-font-signature:3 0 0 0 1 0;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {mso-style-unhide:no; mso-style-qformat:yes; mso-style-parent:""; margin-top:0cm; margin-right:0cm; margin-bottom:10.0pt; margin-left:0cm; line-height:115%; mso-pagination:widow-orphan; font-size:11.0pt; font-family:Calibri; mso-fareast-font-family:Calibri; mso-bidi-font-family:"Times New Roman"; mso-ansi-language:RU;} p.TEXT, li.TEXT, div.TEXT {mso-style-name:TEXT; mso-style-priority:99; mso-style-unhide:no; margin:0cm; margin-bottom:.0001pt; line-height:120%; mso-pagination:widow-orphan; mso-layout-grid-align:none; text-autospace:none; font-size:9.0pt; font-family:"FuturaBook Geo Unicode"; mso-fareast-font-family:Calibri; mso-bidi-font-family:"FuturaBook Geo Unicode"; color:black;} .MsoChpDefault {mso-style-type:export-only; mso-default-props:yes; font-size:10.0pt; mso-ansi-font-size:10.0pt; mso-bidi-font-size:10.0pt; font-family:Calibri; mso-ascii-font-family:Calibri; mso-fareast-font-family:Calibri; mso-hansi-font-family:Calibri;} @page WordSection1 {size:595.3pt 841.9pt; margin:2.0cm 42.5pt 2.0cm 3.0cm; mso-header-margin:35.4pt; mso-footer-margin:35.4pt; mso-paper-source:0;} div.WordSection1 {page:WordSection1;} -->