ქართული OK! წარმოგიდგენთ ინტერვიუს ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ, სექსუალურ და ნიჭიერ ახალგაზრდა ვარსკვლავთან. მსახიობთან, რომელმაც ორჯერ მოიპოვა მსოფლიოს ყველაზე სექსუალური ქალის ტიტული. წაიკითხეთ ინტერვიუში, როგორ აფასებს სკარლეტ იოჰანსონი თავის თანამშრომლობას მსოფლიო ბრენდთან HUAWEI, არის თუ არა ის ეჭვიანი პარტნიორი და განტვირთვის როგორ ხერხებს მიმართავს ვარსკვლავი დაძაბული სამუშაო გრაფიკის შემდეგ.
სკარლეტ, ცნობილ ბრენდ Huawei-ს მსოფლიო სახე ბრძანდებით. რას იტყვით თქვენს ახალ საქმიანობაზე?
ფოტოხელოვნება ჩემთვის ძალიან ღირებული სფეროა. საინტერესო იყო თვალყურის დევნება პროცესისთვის, რომელშიც ჩართულები იყვნენ ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორებიც არიან Huawei და Leica. მათი პარტნიორობის შედეგად შეიქმნა უნიკალური პროდუქტი. მოხარული ვარ, რომ ამ საინტერესო პროექტზე Huawei სთან მომიწია მუშაობა და შესაძლებლობა მომეცა ახლებური ხედვა გამეზიარებინა სმარტფონის მომხმარებლებისთვის.
თქვენ საკმაოდ ბევრ საინტერესო ფოტოსესიაში მონაწილეობდით.
ეს ჩემი სამუშაო პროცესია, სადაც გადაღებას უდიდესი ადგილი უკავია. ვფიქრობ, ტექნოლოგია სხვადასხვა გზებით გვეხმარება, ერთმანეთთან მუდმივი კავშირი გვქონდეს. იგი საშუალებას გვაძლევს არა მხოლოდ ტელეფონით ვესაუბროთ ადამიანს და გავუგზავნოთ მას ტექსტური შეტყობინებები, არამედ, ამავდროულად, დავინახოთ კიდეც მოსაუბრე. მიმაჩნია, რომ ფოტოაპარატების ლეგენდარულ გერმანულ ბრენდ LEICA-ს და Huawei-ის თანამშრომლობა მეტად საინტერესო გამოვიდა – უპირველესად იმიტომ, რომ ორივე ბრენდი თავისთავად გამორჩეული, განსხვავებულია, და მუდმივად უნიკალურ პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს. ამდენად, ეს პროექტი განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოდგა მოყვარული ფოტოგრაფებისთვის, რომლებსაც უბრალოდ მოსწონთ და სურთ საკუთარი ცხოვრების თითოეული მომენტის ასახვა ტელეფონით – სწორედ ისე, როგორც ამას მე ვაკეთებ. ასევე, უნდა აღინიშნოს – მე ძალიან გამიმართლა, იმ მხრივ, რომ ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, მსოფლიო მასშტაბით, ბევრ საუკეთესო ფოტოგრაფთან მომიწია მუშაობა. დააფიქსირო მომენტი, რომელიც სამუდამოდ გრძელდება – სწორედ ეს არის ფოტოგრაფიის მთავარი ხიბლი, რაც მას ასე ჯადოსნურსა და შეუდარებელს ხდის – რა თქმა უნდა, ფოტოსთან ერთად, რომელიც ამ მომენტის ყველა დროში შენარჩუნების საშუალებას იძლევა.
ინტერვიუ სრულად წაიკითხეთ ჟურნალ OK!-ის ნოემბრის ნომერში...