„ლორი, ლორი“, „ყველაფერი დედაჩემის შესახებ“, „ვანილის ცა“, „ვიკი, კრისტინა, ბარსელონა“ – ეს იმ არაჩვეულებრივი ფილმების არასრული ჩამონათვალია, რომელშიც ყველასთვის საყვარელი, გამორჩეული როლებით დაგვამახსოვრა თავი უნიჭიერესმა, ულამაზესმა ესპანელმა მსახიობმა პენელოპა კრუსმა. პედრო ალმადოვარის ფავორიტი მსახიობი 42 წლის ასაკში კარიერის
მწვერვალზეა და არაჩვეულებრივი გარეგნობით ბრწყინავს. ქართული OK! გთავაზობთ
ბოლოდროინდელ ინტერვიუს პენელოპასთან.
„ყველაზე დიდი გრძნობა, რაც გამომიცდია, ჩემმა შვილებმა – ლეომ და ლუნამ მაჩუქეს“
პენელოპა, რას ნიშნავს თქვენთვის დედობა?
დედობა გაძლევს ძალას, რომ ცხოვრებას სულ სხვა კუთხით შეხედო – თითქოს ისევ ბავშვი ხარ. ბუნებასთან ურთიერთობაც კი იცვლება. თითქოს ხეებსაც კი სხვა თვალით უყურებ. ყველაზე დიდი გრძნობა, რაც გამომიცდია, ჩემმა შვილებმა – ლეომ და ლუნამ მაჩუქეს.
როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს ასაკის მატება ქალისთვის?
პირადად ჩემთვის ეს დღესასწაულია. ახალი გამოცდილება, ახალი შეგრძნებები. მე მხოლოდ დადებითი კუთხით ვუყურებ ამ ფაქტს. ასე ვიცით ჩვენ - ესპანელებმა.
რას აფასებთ ადამიანებში?
მადლიერების გრძნობის უნარს. ვფიქრობ, მადლობის თქმა არასოდესაა ზედმეტი. ეს არაჩვეულებრივი თვისებაა. ამ განცდას მხოლოდ სიკეთე შეუძლია ადამიანებს მოუტანოს.
როგორ ფიქრობთ, რა არის წარმატებისთვის ყველაზე დიდი ხელის შემშლელი ფაქტორი?
შიში ჩვენი ყველაზე დიდი მტერია. ის ბევრი მიზნისა და გადაწყვეტილების განხორციელებას უშლის ხელს, ადამიანის პარალიზებას ახდენს. ამიტომ, მუდამ ვცდილობ არასოდეს ავყვე შიშს და არ მოვექცე მისი გავლენის ქვეშ.
ინტერვიუ უფრო ვრცლად იხილეთ ჟურნალ OK!-ის ოქტომბრის ნომერში...