ცნობილი ავსტრალიელი მომღერალი და სიმღერების ავტორი – სია (სია ფარლერი), რომელმაც რიანას, კრისტინა აგილერას, ადელის, ალიშა ქისის და სხვა მომღერლების არაერთი ცნობილი ჰიტი შექმნა, 40 წლის ასაკში პოპულარობისა და წარმატების მწვერვალზეა. უნიჭიერესმა მუსიკოსმა სახასიათო ქერა ვარცხნილობით „ბობის“ სტილში მთელი მსოფლიოს მელომანთა სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. სიასთან ინტერვიუს ქართულ OK!-ში წაიკითხავთ.
„მინდა, როცა სურვილი მექნება, მაშინ გავსუქდე და ტუალეტშიც პაპარაცების დევნის გარეშე შევიდე ხოლმე“
როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო?
ყოველ კვირა დაახლოებით 20-30 მუსიკალურ ჩანაწერს ვიღებ ჩემი პროდიუსერი მეგობრებისგან, რომლებიც ელიან, რომ მათთვის მელოდიასა და ტექსტს დავწერ. ვფიქრობ ჩემი წარმატების საიდუმლო სულაც არ არის ის, რომ კარგი კომპოზიტორი ვარ. მთავარი ისაა, რომ ბევრს ვმუშაობ და ჩემი მუშაობა პროდუქტიულია.
როგორია თქვენი უახლოესი გეგმები?
40 წლის ვარ. ვაპირებ მომდევნო 20 წელი კარგი, გემოვნებიანი პოპმუსიკა შევქმნა, რაშიც მეტ თავისუფლებას მივცემ საკუთარ თავს. ეს პროცესი, გარკვეულწილად, ახალი, იმიტირებული „ბობის“ (ვარსკვლავის ვარცხნილობის სტილი) შექმნას დაემსგავსება.
მოგზაურობა თუ გიყვართ?
13 წელი ვმოგზაურობდი და ძალიან მარტოდ ვგრძნობდი თავს. რთულია მუდამ მოგზაურობაში ცხოვრება.
რომელ ვარსკვლავთან მუშაობა გახსენდებათ განსაკუთრებულად?
გამოვყოფდი ადელთან მუშაობის პროცესს. ეს ძალიან საინტერესო იყო, რადგან თავს ცოტა დაუცველადაც კი ვგრძნობდი, იმდენად დომინანტური როლი ჰქონდა აღებული თავად ადელს. ზოგადად, სანამ ვარსკვლავებთან ერთად სამუშაოდ შევალ, საკუთარ ეგოს კარებშივე ვავიწროებ, რომ შესვლისთანავე მათ ყურმოჭრილ მონად გადავიქცე. სხვათა შორის, საკმაოდ კომფორტულად ვგრძნობ თავს ამ როლში.
ინტერვიუ უფრო ვრცლად წაიკითხეთ ჟურნალ OK!-ის ოქტომბრის ნომერში...