ბოლო დროს არ წყდება ჭორების “იქს-ფაქტორის” გამარჯვებულის, ავთანდილ აბესლამიძესა და რადიო OK FM-ის პიარ მენეჯერისა და წამყვან, ეშლი მალიანის ურთიერთობაზე.
საზოგადოების ნაწილს მიაჩნია, რომ ავთო და ეშლი სასიყვარულო ურთიერთობაში არიან, თავად წყვილი კი, ოფიციალური განცხადებისგან თავს იკავებდა.
ჩვენ გადავწყვიტეთ გავსაუბრებოდით ეშლის, რომელმაც საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებს ვრცლად უპასუხა:
„ძალიან მიჭირს მედიის ნდობა, რადგან ხშირ შემთხვევაში ყველაფერს სათავისოდ წერენ და არ ფიქრობენ თუ რა რეაქცია შეიძლება ჰქონდეს „ყვითელი“ სტატიის შემდეგ საზოგადოებას. როგორც ჩანს ჟურნალისტებს ძალიან უნდათ ჩვენი დაწყვილება და იმასაც წერენ თითქოს და ავთო მე ორი თვის მანძილზე „მაბამდა“. თუმცა ოფიციალურად ვაცხადებ, ჩვენს ურთიერთობაში არავინ არავის არ აბამდა. ჩემი დამოკიდებულება ავთოსადმი პირველივე დღიდან განსხვავებული იყო. შოუს მანძილზე ავთანდილ აბესლამიძე იყო ჩემი ფავორიტი, თუმცა მე როგორც პროექტის მედიაპარტნიორი კომპანიის წარმომადგენელს არ მქონდა იმის უფლება, რომ მიკერძოებულად მემოქმედა. შესაბამისად, რადიოს საეთერო დრო თანაბრად ეთმობოდა როგორც ავთოს, ასევე ყველა დანარჩენ კონკურსანტს. თუმცა ცალკე, როგორც ეშლის, მსმენელს და ადამიანს მქონდა ჩემი პოზიცია, რომელსაც არ ვღალატობდი. თავად ავთოს მხრიდანაც რა თქმა უნდა ძალიან დიდი სითბო და სიყვარული იგრძნობოდა და ჩვენ ასე გუნდურად ვიბრძოდით პირველობისთვის და „იქს-ფაქტორის“ სტატუსის მოსაპოვებლად.
ამ ეტაპზე, ავთოს ცხოვრებაში ძალიან დიდი სიახლეა. წინა „იქს-ფაქტორის“ გამარჯვებულმა გიორგი ნაკაშიძემ და წლევანდელმა „იქს-ფაქტორმა“, ავთო აბესლამიძემ გადაწყვიტეს საერთო პროექტზე მუშაობა. ბიჭებმა სოციალური ქსელის მეშვეობით გამოაცხადეს კანსტინგი ბენდის წევრებზე. ჩვენ ვეძებთ ნიჭიერ მუსიკოსებს.
რაც შეეხება ჩემი და ავთოს ურთიერთობას - ის აუცილებლად გრძელდება და ჩვენ კიდევ ვიბრძოლებთ პირველობისთვის. ასე რომ, დაელოდეთ ჩვენგან სიახლეებს და ბევრ ფოტოს“ - განაცხადა ეშლიმ OK!-სთან საუბრისას.