ყველაზე რეიტინგული მუსიკალური შოუ X Factor 2016 დასრულდა და მისი გამარჯვებული ბათუმელი ავთანდილ აბესლამიძე გახდა. ბევრი ნერვიულობის, დაძაბულობისა და ბრძოლის შედეგად მან მოახერხა და მაყურებლის გულები დაიპყრო, გუშინელ ფინალზე შესრულებული სამი ქართული სიმღერით კი, დაამტკიცა, რომ საქართველოში ახალ თაობას ქართული სიმღერების შესრულება საუკეთესოდ შეუძლიათ.
პროექტის დასრულების შემდეგ OK! ცირა კობიაშვილს ესაუბრა, რომელმაც ავთოს გამარჯვება მიულოცა:
„მე ვგრძნობდი, რომ X ფაქტორი 2016 სწორედ ავთო გახდებოდა, ამიტომ საერთოდ არ დამწყვეტია გული, პირიქით, ძალიან გამიხარდა. ავთოს ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ მე თუ არა, შენ აუცილებლად გაიმარჯვებ-მეთქი. ეს ადამიანი ძალიან მიყვარს და ისე გამიხარდა მისი გამარჯვება, როგორც ჩემი გამარჯვება გამიხარდებოდა. ავთოს ვუსურვებ კიდევ ბევრ წარმატებას და ბედნიერი ვარ, რადგან ამ ადამიანს უკვე აქვს სახლი თბილისში და ჩვენ მისი მეგობრები ყოველთვის მოვახერხებთ მის ნახვას.
ახლა სპეციალურად თქვენთვის ექსკლუზივს ვამბობ. ავთოს ოცნება იყო, რომ თბილისში დარჩენილიყო და ძალიან წუხდა, რომ შეიძლებოდა ბათუმში დაბრუნებულიყო. მიხარია, რომ მას ეს ოცნება აუხდა, ის აღარ წავა ბათუმში, დარჩება თბილისში“,- განაცხადა ცირა კობიაშვილმა.