„იქს ფაქტორის“ ფინალი ბევრისთვის, შესაძლოა, მოულოდნელად, მაგრამ ავთანდილ აბესლამიძის გულშემატკივრებისთვის ნამდვილად სასიხარულოდ დასრულდა. “იქს ფაქტორი 2016" სწორედ ავთანდილ აბესლამიძე გახდა და შემოსული 244.136 ზარიდან, ხმების რეკორდული რაოდენობა - 49,4% მან მიიღო.
პროექტის დასრულების შემდეგ სცენაზე ავთოს მშობლები ავიდნენ და შვილს გამარჯვება მიულოცეს. მათი შეხვედრა ემოციური აღმოჩნდა - სიხარულისგან ატირებული ავთოს დედა ემოციებს ვერ იკავებდა, მამა კი, ბედნიერებისგან ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა. OK!-მ ავთოს მშობლებთან ინტერვიუს ჩაწერა სცადა, როგორც მათ განაცხადეს, ამ გამარჯვებით მათი ცხოვრება ზღაპარს დაემსგავსა და შვილის ასეთი წარმატებით ბედნიერები არიან.
„არ ვიცი, რა გითხრათ, ისეთ ემოციებში ვართ, რომ სიტყვები არ მყოფნის, უბედნიერესი დედა ვარ, უზომოდ გახარებული ვარ. წარმატებას ვუსურვებ ყველა კონკურსანტს და ვიმედოვნებ, რომ მათი მომავალი ძალიან წარმატებული იქნება“, - განაცხადა ავთოს დედამ.