X factor-ის შესარჩევ ტურზე მისმა გამოსვლამ მთელი ქვეყანა აალაპარაკა. მალევე მოექცა საზოგადოების ყურადღების ცემტრში და მისი ყოველი ნაბიჯი განხილვის თემად იქცა. მოახერხა და საკუთარი სასიმღერო ნიჭით ყველა გააოცა, მოგვიანებით კი, გავიგეთ, რომ პროექტის ფინალი მის გარეშე არ ჩაივლიდა.
ალბათ ყველა მიხვდით, რომ საუბარი უმშვენიერეს ცირა კობიაშვილზეა, რომელიც ბევრი კრიტიკის, ბრძოლისა და თავდაუზოგავი შრომის შედეგად X factor-ის ფინალამდე ღირსეულად მივიდა.
ახლა მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი დგას, სწორედ დღეს გადაწყდება გახდება თუ არა ის X Factor-ის გამარჯვებული.
სანამ საბოლოო შედეგებს გავიგებთ, წარმოგიდგენთ 12 მიზეზს, თუ რატომ უნდა გიყვარდეთ ცირა კობიაშვილი:
1. იმიტომ, რომ X Factor-ის სცენაზე გამოჩენისთანავე საზოგადოების ყურადღება მიიქცია და საკუთარი სილამაზითა და ვოკალური მონაცემებით რჩეულთა რიგებში ღირსეულად დაიმკავა ადგილი.
2. იმიტომ, რომ ცხოვრებაში ბევრი რთული ეტაპის გადალახვა მოუწია, მაგრამ დღეს ცხოვრებას მაინც შემართებითა და პოზიტივით აგრძელებს.
3. იმიტომ, რომ უამრავი კრიტიკისა და ნერვიულობის პარალელურად, მაინც იბრძოლა და ყველას დაუმტკიცა, რომ მას შეუძლია გახდეს X Factor-ის გამარჯვებული.
4. იმიტომ, რომ ძალიან მეგობრულია და მას ეს თვისება ეხმარება, რომ გვერდით ბევრი ერთგული და საამაყო ადამიანი ჰყავდეს.
5. იმიტომ, რომ არასოდეს არ ნებდება და შეუძლია ყოველი წარუმატებელი ნაბიჯის შემდეგ უფრო მეტად გაძლიერდეს.
6. იმიტომ, რომ მას უკვე საზღვარგარეთაც იცნობენ და შესაძლოა, მალე „ჰოლივუდელთა“ სიაში ვიხილოთ.
7. იმიტომ, რომ უზომოდ ნიჭიერი და შრომისმოყვარე ადამიანია, უყვარს სიმღერა და მისთვის ეს პროფესია ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია.
8. იმიტომ, რომ სიმღერის დროს სცენაზე საკუთარ სამყაროს ქმნის, შეუძლია მაყურებელი და მსმენელი აიყოლიოს და მათ საკუთარი ემოციები და გრძნობები გადასცეს.
10. იმიტომ, რომ უდიდესი პასუხისმგემლობის გრძნობა აქვს, რასაც მისი მენტორი გიორგი გაბუნია ყოველთვის აღნიშნავს.
11. იმიტომ, რომ დღეს X Factor-ის ფინალია და მას თქვენი დახმარება სჭირდება. დაურეკეთ ნომერზე 0 903 300 303
12. იმიტომ, რომ თქვენ შეგიძლიათ მას ოცნების ასრულებაში დაეხმაროთ და ხმა მისცეთ www.okmagazine.ge-ზე, რათა საოცნებო პრიზი მოიგოს.