დღეს, ზუსტად 22:00 საათზე ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში X Factor-ის ფინალური შოუ გაიმართება.
დარჩენილი ოთხი კონკურსანტიდან გამარჯვებისთვის გიგი ადამაშვილი, ცირა კობიაშვილი, ავთანდილ აბესლამიძე და Dream Girls იბრძოლებენ.
იმისათვის, რომ საკუთარ რჩეულს გამარჯვებაში დაეხმაროთ, აუცილებელია ეწვიოთ ჩვენს ვებგვერდს www.okmagazine.ge და ხმა მისცეთ თქვენს რჩეულ კონკურსანტს.
ხმის მიცემა შეწყდება დღეს, პროექტის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე. ის კონკურსანტი, რომელიც ჩვენს გამოკითხვაში ხმათა უმრავლესობას დააგროვებს, სპეციალურად OK!-სგან საოცნებო პრიზით დასაჩუქრდება.