მომავალ ორშაბათს „იქს ფაქტორის“ ფინალური შოუ გაიმართება და დარჩენილი ოთხი კონკურსანტიდან, (ავთანდილ აბესალმიძე, ცირა კობიაშვილი, Dream Girls, გიგი ადამაშვილი) მაყურებელი საკუთარ რჩეულს გამოავლენს, რომელიც 2016 წლის „იქს ფაქტორი“ გახდება.
მიუხედავად იმისა, რომ ფინალისტების ვინაობა ნახევაფინალურ შოუზე საბოლოოდ გაირკვა, ნიკა გვარამია მიშოს პროექტიდან წასვლას დღემდე ვერ ეგუება და მათგან ერთ-ერთის, სულუხიათი ჩანაცვლების სურვილიც გაუჩნდა.
„ნახევარფინალური შოუთი ძალიან კმაყოფილი ვარ. მგონია, რომ ჩემი კონკურსანტი ყველას სჯობდა და გამარჯვების ნამდვილი ფავორიტია, იმედია, რომ ასეც მოხდება.
როგორც ყველამ ნახეთ, ავთო ერთადერთია კონკურსანტებს შორის, რომელსაც ქართული სიმღერა ეხერხება და მღერის ისე, როგორც ქართული სიმღერა იმღერება. სწორედ ამიტომ, ჩვენ ფინალში აუცილებლად ქართულ სიმღერას ვიმღერებთ.
რაც შეეხება დათუნა ლაზარიშილს, მართალია, ძალიან დამწყდა გული, მაგრამ გასაგებია მაყურებლის ეს გადაწყვეტილება, ის სამი „ლაივის“ განმავლობაში ზედიზედ იყო აუტსაიდერი.
მიუხედავად იმისა, რომ მიშო აღარ მყავს ჯგუფში, ვფიქრობ, რომ ამ ნახევარფინალიდან გამომდინარე, ფინალში გადასულებიდან ერთ-ერთ მათგანს შევცვლიდი მიშო სულუხიათი“, - განაცხადა ნიკა გავარამიამ OK!-სთან საუბრისას.