„იქს ფაქტორის“ მუსიკალური აურზაური დასასრულს უახლოვდება. გუშინ ნახევარფინალური შოუ გაიმართა, სადაც იმ ფინალისტების ვინაობა გაირკვა, რომლებიც მომავალ ორშაბათს „იქს ფაქტორის“ ტიტულისთვის იბრძოლებენ.
OK! პროექტის ერთ-ერთ ფინალისტს, ცირა კობიაშვილს ესაუბრა. მან გუშინდელ „ლაივთან“ დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
„ნახევარფინალური შოუ ძალიან რთული იყო და ვნერვიულობდი. რა თქმა უნდა, ყველას უნდოდა ფინალში მოხვედრა. საერთოდ არ ველოდი, რომ Dream Girls დადგებოდა აუტსაიდერებში. მქონდა არაჩვეულებრივი შანსი, რომ გიორგის ჩემთვის უდიდესი კონკურენტები მოეშორებინა, მაგრამ ეს არ გააკეთა. პროექტში დატოვა ძალიან ნიჭიერი და ღირსეული მონაწილეები. მიუხედავად იმისა, რომ დათუნაც და Dream Girls-იც ჩემთვის უძლიერესი კონკურენტები იყვნენ, გიორგიმ ის გადწყვეტილება მიიღო რაც მან ჩათავალა სწორად.
ნახევარფინალი ჩემთვის საოცრად ემოციური აღმოჩნდა, საერთოდ არ ველოდებოდი, რომ ირაკლი ჩარკვიანის სიმღერა, რომელსაც ვასრულებდი ჟიურისა და მაყურებელში ასეთ კარგ ემოციებს გამოიწვევდა, აღარ ვსაუბრობ იმაზე, რომ ნიკა სცენაზე ამოვიდა და მეცეკვა.
წინ ფინალი მელოდება და მალე დავიწყებთ აქტიურ მზადებას. გეტყვით, რომ ფინალში წინა ტურებში შესრულებული სიმღერებიდან ერთ-ერთს ვიმღერებ, მაგრამ ზუსტად რომელს - ჯერ სიურპრიზად დავტოვებ“, - განაცხადა ცირა კობიაშვილმა.