წინა ხუთშაბათს რადიო OKFM-ს სტუმარი „იქს ფაქტორის“ მონაწილე გიგი ადამაშვილი იყო, რომელმაც სოციალურ ქსელში მის მიმართ დასმულ შეკითხვებს, პირდაპირ ეთერში უპასუხა და გულშემატკივრებს გაესაუბრა.
პირდაპირი ეთერის დასრულების შემდეგ გიგი ადამაშვილმა საკუთარ გულშემატკივრებს საიდუმლო წერილი დაუტოვა და გამოწვევაში მონაწილეობის მიღება შესთავაზა. ის გულშემატკივარი, რომელიც გიგის მიერ დაწერილი წერილის შინაარსს სწორად გამოიცნობდა, "იქს-ფაქტორის" ნახევარფინალზე დასასწრებ 4 მოსაწვევს საჩუქრად პირადად გიგისგან მიიღებდა.
აღნიშნულ გამოწვევას სოციალურ ქსელში გულშემატკივრების დიდი გამოხმაურება მოყვა, მაგრამ გამარჯვებული მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი აღმოჩნდა. პირველი სწორი პასუხის ავტორი გახდა Facebook-ის მომხმარებელი ელენე ნაცვლიშვილი, რომელსაც დღევანდელ „ლაივზე“ დასასწრები „იქს ფაქტორის“ 4 მოსაწვევი გადაეცემა.
თქვენ კი შეგახსენებთ, რომ მოსაწვევების გათამაშება ამით არ სრულდება. ადევნეთ თვალი OK! Magazine Georgia-სა და OKFM 104.7-ის ოფიციალურ Facebook გვერდებს და მიიღეთ შანსი თქვენც გახდეთ გამარჯვებული და დაესწროთ დღევანდელ გრანდიოზულ ნახევარფინალს.