X Factor-ის მონაწილეები ვარკვლავების ყურადღების ქვეშ მოექცნენ. ცირა კობიაშვილის შემდეგ ასტროლოგი სოფია ბზეკალავა გიგი ადამაშვილის პირადი რუკით დაინტერესდა და მისი ხასიათისა და თვისებების უკეთ გასაგებად ვარსკვლავები დაიხმარა.
ასტროლოგმა გიგის პირადი რუკა შეუდგინა და აღმოჩნდა, რომ მას ძალიან მალე სიყვარული ეწვევა, მაგრამ მანამდე მას გარკვეული თვისებების დაძლევა მოუწევს.
"ძალიან ემოციური ადამიანია. საოცრად მშრომელი და უზომოდ მოწესრიგებული. ამასთანავე, არის ძალიან ამაყი და თავმოყვარე. რაინდული თვისებები გააჩნია. შეუძლია რომ იყოს ლიდერი საქმეში. მას აქვს ძალიან კარგი შემოქმედებითი პოტენციალი, თუმცა, მე პროფესიულად ამ ადამიანს უფრო სამედიცინო ან საბანკო-საფინანსო სფეროს ვურჩევდი. ეს არის მისთვის საუკეთესო პროფესიები, სადაც შეძლებს თავი წარმოაჩინოს და იყოს საკუთარი საქმის პროფესიონალი. სასიმღერო ნიჭი და პოტენციალი მას აქვს კარმულად, წინა ინკარნაციიდან. თუმცა, ამ ეტაპზე, სასურველია ეს ნიჭი დატოვოს ჰობის ან გატაცების სახით. ეს არის ძალიან მუყაითი ადამიანი და შესაბამისად, ნებისმიერ სფეროში მიაღწევს წარმატებას მოთმინების და შრომის ხარჯზე. არის ძალიან ამტანი, პრინციპული, აქვს მებრძოლი სული. ასეთი ადამიანისთვის მიუღწეველი, ფაქტობრივად, არაფერია.
ქორწინების ალბათობა ამ ადამიანს აქვს 28-29 წლამდე – თუმცა, ცოტა სირთულეები ელის პირადში. შესაძლოა დაშორდეს პარტნიორს და ისევ იგივე პარტნიორზე იქორწინოს ან რაიმე ტიპის კრიზისი ქონდეს ურთიერთობაში. წლევანდელი წლის დეკემბერი აქტიური იქნება მისთვის სასიყვარულო ურთიერთობის მხრივ. გარკვეული ემოციები ელის. ზოგადად, ემოციური ადამიანია ძალიან, ამასთანავე, საკმაოდ თბილიც, მაგრამ გარკვეულ გავლენაში ექცევა, როცა ვინმე უყვარს. მე ვურჩევდი, რომ დაძლიოს ეს მიჯაჭვულობის მომენტი პარტნიორთან. სასწორის, ქალწულის ან კირჩხიბის ნიშნით დაბადებული მეორე ნახევარი ჩანს მის რუკაზე", - განაცხადა ასტროლოგმა სოფია ბზეკალავამ.